დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული პროცედურის დაწყებიდან დღემდე, განაცხადების რაოდენობა 4-ჯერაა გაზრდილი

19/01/2018

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე. ბრიფინგის დასრულების შემდეგ, საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
2017 წლის ბიუჯეტში აისახა თვისობრივად გარდაქმნილი ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა ეკონომიკური ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემის შექმნას. 2017 წელი პოზიტიური იყო დაგეგმილი ფისკალური პარამეტრების შესრულების კუთხით.
შესრულებულია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი.

„მინდა ქართველ მეწარმეებს მადლობა გადავუხადო. ჩვენ ძალიან მაღალ აქტივობას ვადევნებთ თვალყურს. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი აქტიურობს ამ თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ დინამიკა არის ძალიან კარგი და მინდა მოვუწოდო ქართველ მეწარმეებს, მაქსიმალურად აქტიურად იყვნენ ჩართულები აღნიშნულ ინიციატივაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
15 იანვრიდან ფინანსთა სამინისტრომ მეწარმეებისთვის დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის გამარტივებულ რეჟიმში დაბრუნება დაიწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0