დღეს საქართველომ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა

05/10/2016

დღეს საქართველომ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. მსურს მივულოცო და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს მოქალაქეს ვინც ხელს უწყობს მთავრობას განახორციელოს რეფორმები რაც გვაახლოებს ჩვენს ისტორიულ მიზანთან ვიყოთ თავისუფალი და ერთიანი ევროპის ნაწილი. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის შემდეგ დღეს ევროკავშირის საბჭომ ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, აღიარა საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და დაასრულა საბჭოში განხილვები. დღეს ყველამ ერთად დავინახეთ, რომ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს კონკრეტული შედეგები მოაქვს. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ მთავრობის მხრიდან, რათა ევროინტეგრაციის დადებითი შედეგები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0