ევროკავშირი ნერგავს ახალ ინიციატივებს აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონში

31/10/2016

2016 წლის 26-27 ოქტომბერს ქ. ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“, ევროპულმა კომისიამ განაცხადა პროექტის „მერების შეთანხმება – აღმოშავლეთი“ მეორე ეტაპის დაწყებაზე აღმოსავლური პარტნორობოს ქვეყნებში და ახალ ინიციატივაზე „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“.
ეს პროექტები მიმართულია ადგილობრივი ხელისუფლებლების ორგანოებასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე მხარდაჭერის, კონტროლის, გამოცდილების გაცვლის გაძლიერებასთან, მოქმედი და ეფექტური ადმინისტრაციული მექანიზმების განვითარებასთან მიმართებაში რეგიონლაური განვითარების პოლიტიკის განსახორციელებლად. სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის განვითარებაზე მიმართული ინიციატივები ხელს შეუწყობენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდას.
„მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“ არის ევროპული მოძრაობა, რომლის ფარგლებში ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოები ნებაყოფლობით კისრულობენ ვალდებულებას იმუშავონ ენერგოეფექტურობის დონის გაზრდაზე და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებაზე მათ ტერიტორიაზე, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას. ევროკავშირი მხარს უჭერს მერების შეთანხმებას აღმოსავლური პარტნიორობის რეგიონში სხვადასხვა პროექტზე 2011 წლიდან.
მათ შორისაა აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებში მერების შეთანხმების სამდივნოს ფილიალების მხარდაჭერა, კერძოდ მერების შეთანხმებასთან მიერთებაში ქალაქებისთვის დახმარების გაწევა და მდგრად ენერგეტიკაზე მოქმედებების გეგმის, ან სხვა ინიციატივების განხორციელებაში.
მეგობრობის პოლიტიკის და ევროკავშირის გაფართოებაზე მოლაპარაკებების ევროპული კომისიის გენერალური დირექტორატის პროგრამების ხელმძღვანელი ვიოლა კალაბრეზე აცხადებს: „დღესდღეობით 2011 წელს დაწყებული ინიციატივა აღმოსავლური პარტნიორობის ფარგლებში წარმოადგენს გლობალურ შეთანხმებას და ის გადადის მეორე ფაზაში მისი საზღვრების გაფართოებით. ამ შეთანხმების ფარგლებში ხდება ენერგოეფექტურობაზე გეგმების შემუშავება და მათი განხორციელება ამ შეთანხმების ხელმომწერ ქალაქებში. ამ შეთანხმების მეორე ეტაპზე გადასვლისას, ჩვენ ვაძლევთ ახალ იმპულსს. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს დღევანდელ ღონისძიებას ესწრება 300 მონაწილე 200 ხელმომწერი ქალაქიდან.
კონკურსი პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში გამოცხადდება 2017 წლის დასაწყისში ევროკომისიის მიერ გამოყოფილი გრანტის საერთო თანხა შეადგენს 10 მლნ. ევროს. დიდი ყურადღება მიქცეულ იქნა დემონსტრაციული ინოვაციური პროექტების დაფინანსებას. საგრანტო მექანიზმის დახმარებით, ევროკავშირი მხარს უჭერს დემონსტრაციულ პროექტებს, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ უნდა მოხდეს მდგრადი ცვლილებების დანერგვა და დაფინანსება.
ამ მომენტისთვის ჯერ არ არის განსაზღვრული ცალკეული პროექტების ფარგლებში აღმოსავლური პარტნიორობის თითოეული ქვყენის მიერ გამოყოფილი თანხები. ამ პროექტის მონაწილეები არიან საქართველო, სასომხეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია და მოლდავეთი. ჩვენ ასევე ვაფასებთ ქალაქების ერთობლივ მუშაობას და საერთო განაცხადის წარდგენის შესაძლებლობას გრანტის მისაღებად ერთი ქვეყნის ფარგლებში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით. ასეთი პროექტები ითვალისწინებენ შენობების შეკეთებას, თერმოიზოლაციის განხორციელებას, ქუჩის განათებას, და ასევე რევოლვერული ფონდების შექმნა და ა.შ.“
მოგახსენებთ, რომ გრანტების დაფინანსების მოცულობამ ევროკავშირის მიერ დაფუძნებული პროგრამისთვის „მერების შეთანხმება – დემონსტრაციული პროექტები“ 2013 წელს შეადგინა 12 მლნ. ევრო. პროგრამაში გაიმარჯვა რვა პროექტი: ბელორუსიაში და მოლდავეთში (სამ-სამი თითო ქვეყანაში), საქართველოში და სასომხეთში (თითო-თითო პროექტი). მერების შეთანხმება მიმართულია ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოების პოტენციალის გაზრდაზე კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული ენერგეტიკული პრობლემების მოგვარებისთვის და ადგილობრივი ადმინისტრაციებისთვის საინვესტიციო პროექტების შემუშავებაზე სწავლება.
საქართველოში პროექტზე „მერების შეთანხმება- აღმოსავლეთი“ ნაციონალური ექსპერტი გიორგი აბულაშვილი აცხადებს: „საგრანტო კონკურსი იძლევა შესაძლებლობას მერების შეთანხმების ხელმომწერ ქალაქებს მოიძიონ დაფინანსება. დაფინანსებამ შეუძლია მიაღწიოს 80% პროექტის მთლიანი თანხიდან. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის საკითხები, და ასევე პროექტები მიმართული უნდა იყოს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში მუნიციპალური სტრუქტურის ადაპტაციაზე. ეს შეიძლება როგორც პროექტი, შემუშავებული ერთი ქალაქის მიერ, ასევე ერთობლივად რამოდენიმე ქალაქის მიერ. დედაქალაქს ექნება ნაკლები შანსი ფინანსების მიღებისთვის. ეს იქნება დემონსტრაციული პროექტი, რომელიც მიანიჭებს თითოეულ ქალაქს როგორც ტექნიკურს, ასევე საინჟინრო გამოცდილებას. აქცენტი იქნება გაკეთებული პატარა ქალაქების მიერ შემოთავაზებულ პროექტებზე. პროექტების დაფინანსება შეადგენს 400-600 ათას ევროს“.
გიორგი აბულაშვილი ამბობს: „მე, როგორც აღნიშნული პროექტის ექსპერტი ჩართული ვიქნები კოორდინაციული საკითხების დარეგულირებაში. ასევე საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრი არის ოფიციალური სტრუქტურა „მერების შეთანხმების“ მხარდაჭერაზე. ჩვენ შევთავაზებთ ქალაქებს ჩვენს გამოცდილებას პროექტების შემუშავებისთვის, კერძოდ გრანტის მიღებისთვის განაცხადის მომაზადებაში.
რაც შეეხება ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, იგი იყო პირველად გახმოვანებული კონფერენციის ფარგლებში. ინიციატივა დაარსებულია „მერების შეთანხმების“ კონცეფციაზე, მაგრამ გამოიყენება უშუალოდ ეკონომიკის სფეროში. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივ ხელისუფლებებს აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების გენერირების და ახაი სამუშაო ადგილების შექმნაში. ამ მიზნების მიღწევა მოხდება ადგილობრივი ხელისუფლების ტექნიკური უნარების და პოტენციალის გაძლიერებით ეკონომიკური სტრატეგიების განხორციელებაში ეფექტური ფინანსური მართვის პრინციპების შესაბამისად. ინიციატივა გულისხმობს ტექნიკურ მხარდაჭერას, და ასევე დემონსტრაციული პროექტების დაფინანსებას. დაფინანსების მოცულობა ამ პროექტის ფარგლებში ასევე შეადგენს დაახლოებით 10 მლნ. ევროს. კონკრეტული პირობები ფინანსირების მიღებისთვის ახალი პროექტის ფარგლებში იქნება ცნობილი ცოტა მოგვიანებით.
კლიმატის და ენერგეტიკის სფეროში მერების შეთანხმების ხელმომწერთა უმრავლესობაა პატარა და საშუალო ქალაქები, და მათ აქვთ ამბიციური მიზნები ეკოლოგიისა და ენერგეტიკის სფეროში მათი მაცხოვრებლების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის.
საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კლიმატის ცვლილებების საკითხებზე წამყვანი სპეციალისტი აცხადებს: „ჩვენი უწყება უზრუნველყოფს, რომ ენერგიის და კლიმატზე ევროპული ინიციატივის მონაწილე ქალაქები შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
მერების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები ნებაყოფლობითია. ეს ვალდებულებები ასახულია მდგრად ენერგეტიკაზე მოქმედებების გეგმებში, რომლებიც მომზადებულია საქართველოს ქალაქების მიერ და წარდგენილია ევროკომისიის სამდივნოსთვის. კერძოდ, ჩვენმა უწყებამ მიიღო მონაწილეობა მოქმედებების გეგმის შემუშავებაში, და აევე დონორების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის პროცესში.
ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ქალაქებისთვის, და შესაძლებლობას აძლევს მათ შეიტანონ განაცხადი მდგრად განვითარებაზე პროექტების დაფინანსებაზე. ხელმომწერ ქალაქებს შორის არის 13 მუნიციპალური ერთეული, და მათ სჭირდებათ მხარდაჭერა პრობლემების მოგვარებაში. შეიძლება ითქვას, რომ პროცესი არის ახალი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტებისთვის. ჩვენ გვყავს ხელმომწერები, რომლებიც გადადგავენ პირველ ნაბიჯებს თვითმართველობის დამოუკიდებელი ადგილობრივი ორგანოების ფორმირების მიმართულებით. ისეთი საკითხები როგორც ენერგეოფექტურობა, მდგრადი განვითარება მათვის სიახლეა.
პირველ რიგში უნდა მოხდეს არსებული ეკონომიკური და ადამიანური რესურსების შეფასება, დადგინდეს ენერგომოხმარების რა ტიპის პორტფელი არსებობს კონკრეტულ ტერიტორიაზე. მათი შეფასების შემდეგ მოხდება კონკრეტული ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების მიმართულებების განსაზღვრა.
ქ. რუსთავის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი ზურაბ ტაბაღუა: „ქალაქი რუსთავი არის მერების შეთანხმების წევრი 2011 წლიდან. ამ პერიოდში ჩატარდა საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ სამ საბავშვო ბაღში. ორ ბაღში სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წელს, ხოლო მესამეში – 2017 წელს. ასევე რუსთავის ბიუჯეტით გათვალისწინებულია სახსრების გამოყოფა ქალაქის განათებიდან დიოდურ განათებაზე გადასვლაზე. რამოდენიმე ქუჩის გარე განათება უკვე გადაყვანილია ენერგოეფექტურ განათებაზე. აღნიშნული პროექტების განხორციელება ხდება სხვადასხვა დონორი ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
აღნიშნული კონფერენცია განსაზღვრავს სამომავლო პროექტებს, რომლებთაც განვახორციელებთ ქალაქის მიერ გამოყოფილი და დონორებისგან მოზიდული სახსრებით. ვინაიდან ჩვენ გვაქვს გრანტის მიღების შესაძლებლობა, ჩვენ მივმართავთ საბიუჯეტო სახსრების ნაწილს ჩვენი ქალაქისთვის ყველაზე აქტუალურ პროექტებზე, მაგალითად ქალაქის გამწვანება, გარე განათება, შენობების გათბობა, ან სატრანსპორტო სექტორი.“
ქალაქი ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი აცხადებს: „ბათუმისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის სატრანსპორტო სექტორი. ამ ეტაპზე ქალაქის მერია მართავს მოლაპარაკებებს რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპულ ბანკთან 10 ელექტროავტობუსის და 24 დიზელური ავტობუსის შეძენაზე კრედიტის მიღების თაობაზე. ამ ეტაპზე ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ქალაქ ბათუმის თავისებურებებთან ავტობუსების შესაბამისი კატეგორიის დაზუსტებისთვის.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი ასევე არის გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორი ქალაქ ბათუმში და აჭარის რეგიონში სატრანსპორტო სისტემის განვითარების და ინტეგრირების პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელშეწყობას ბათუმსა და აჭარის რეგიონში მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განვითარებაში.
მეორე პროექტი, რომელიც ხორციელდება გერმანიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი გრანტის (300 000 ევრო) ფარგლებში შეეხება მუნიციპალურ შენობებს. პროექტი ითვალისწინებს შენობების ენერგოეფექტურობაზე ჩარჩო დოკუმენტის შემუშავებას. პროექტის ფარგლებში შეიქმნება მუნიციპალიტეტის შენობების ბაზა შემდგომში მათი ენერგოაუდიტის და ენერგოეფექტურობაზე მიმართული ღონისძიებების ჩატარებისთვის.
‘ბრითიშ პეტროლეუმის“ დაფინანსებით ქალაქის მერიის შენობაში, მდებარე ლერმონტოვის ქუჩაზე, მოწყობილ იქნა სითბური ტუბბო, და ამის შედეგად გაუმჯობესებულია სამუშაო პირობები და დაზოგილია სახსრები ქალაქის ბიუჯეტიდან კონდიცირების სისტემაზე.
ასევე ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე იყო შეცვლილი გარე განათება შუქდიოდურ განათებაზე. ერთობლივი დაფინნასების დახმარებით 4 ჰა ტერიტორიაზე მოწყობილია ახალი ადაპტირებული სკვერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ამასთანავე, ყოველწლიურად მუნიციპალური ბიუჯეტიდან სკვერების მოწყობასა და ტექნიკურ მომასხურებაზე გამოიყოფა სახსრები და მხოლოდ 2016 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან ამ მიზნებზე ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა დაახლოებით 1 მლნ. დოლარი“.
კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა კიდევ აღმოსავლური პარტნიორობის „მერების შეთანხმება კლიმატზე და ენერგიაზე“ სხვადასხვა ქვეყნებიდან 20 ქალაქის მერების მიერ. მოხდა მონაწილეების გაცნობა მიღწევებთან და „დემონსტრაციული პროექტების“ განხორციელების წინასწარ შედეგებთან.

საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზებულია ევროკომისიის მიერ სასომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვის და განვითარების სამინისტროსთან, აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნების ხელისუფლების რეგიონალური და ადგილობრივი ორგანოების კონფერენციასთან, და პროექტთან „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“ თანამშრომლობით. მერების შეთანხმება კლიმატის და ენერგეტიკის სფეროში არის მასიური ნებაყოფლობითი მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებას ევროკავშირის კლიმატური მიზნების განხორციელებაში, და ასევე მათ ტერიტორიაზე ენერგეტიკის სფეროში მიზნების მიღწევაში.
მერების შეთანხმება არის ევროკავშირის ფლაგმანური ინიციატივა, რომელიც აერთიანების ხელისუფლების ადგილობრივ, რეგიონალურ და ნაციონალურ ორგანოებს დაკისრებული ვალდებულებების შესახსრულებლად, რომლებიც ითვალისწინებენ СО2-ის ემისიების შემცირებას მინიმუმ 20% 2020 წლისთვის „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებაში წვლილის შეტანით და სოცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებით. ცალკეული პროექტი „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“ დაფუძნებულია სპეციალურად ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მუშაობისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0