,,ერთი დღე სოფელში“-შეხვედა სოფელ ზემო ქედში გაიმართა

31/01/2018

,ერთი დღე სოფელში“- დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში შეხვედრები დღეს სოფელ ზემო ქედში გაიმართა. მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ პაპიაშვილთან და მერის მოადგილეთან, მალხაზ მერაბიშვილთან ერთად 2017 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა, მათ შორის, ახლად გარემონტებული ადმინისტრაციული შენობა, სპორტულ დარბაზში დამონტაჟებული გათბობის სისტემა და ,,ქალთა ოთახი“.
ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ნუგზარ პაპიაშვილი და მალხაზ მერაბიშვილი საბავშვო ბაგა-ბაღებს ესტუმტრნენ და სოფელში არსებული პრობლემებით დაინტერესდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა მოსახლეობასთან სოფელში სამომავლოდ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0