ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც მივესალმებით, რადგან სწორედ ახლა მიმდინარებს კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბების რეფორმა

11/10/2017

,,ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც მივესალმებით, რადგან სწორედ ახლა მიმდინარებს კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბების რეფორმა და მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად არის ჩართული ამ პროცესში“- ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა დეველოპერული კომპანია ,,გრინ დეველოპმენტის“ მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სასტუმრო ,,ბილტმორში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ბაზარზე კომპანია ,,გრინ დეველოპმენტი“ 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 40 000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების 50 ცალ ობლიგაციას გამოუშვებს, წლიური 11%–იანი სარგებლის დარიცხვით.
კომპანიის ინფორმაციით, “გრინ დეველოპმენტი „მ2“-ის შემდეგ უძრავი ქონების ბაზარზე მე-2 კომპანიაა, რომელმაც ფასიანი ქაღალდების გამოშვების უფლება მოიპოვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0