ვალეში საფეხმავლო ბილიკები და ტროტუარები ეწყობა

14/12/2017

ვალეში საფეხმავლო ბილიკებისა და ტროტუარების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სტალინისა და თამარ მეფის ქუჩებზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა/რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე ადგილზე გაეცნო. შეგახსენებთ, რომ ქუჩებზე ტროტუარები ამ დრომდე არ იყო, ადგილობრივებს კი სიარული გზის სავალ ნაწილზე უწევდათ. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახელობისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0