ვალეში ტრადიციული, ხალხური, წარმოდგენა „ბერიკაობა“ გაიმართა

11/02/2018

ვალეში ტრადიციული, ხალხური, წარმოდგენა „ბერიკაობა“ გაიმართა. სპეციალურ სამოსში გამოწყობილებმა, ადგილობრივებმა მოსამართლის, მცველების, პატარძლის, ყადის და მისი გამრთობების ფორმები მოირგეს და მთელი დღის განმავლობაში იმპროვიზაციულად ითამაშეს. ისინი თამაშში ბატონყომობის გადავარდნის, სოფლიდან ყადის მოშორების სცენებს წარმოადგენდნენ. წარმოდგენაში მონაწილეების გარდა მოსახლეობაც ჩაერთო.
შეგახსენებთ, ტერმინი “ბერიკაობა” განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი). ის შეიცავს ქართველი ხალხის დამპყრობლისადმი წინააღმდეგობის, ასევე, ავადების, ეკლესიის მსახურთა, მოსამართლეთა საქმიანობის მამხილებელ სცენებს. “ბერიკაობა” სათავეს მე–17 საუკუნიდან იღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0