ვანის მუნიციპალიტეტში ხუთი სრულადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღის შენობა გაიხსნა

01/12/2017

დღეიდან სოფელ ინაშაურში,ბზვანში,სულორში,ციხესულორსა და ყუმურში მცხოვრები ბავშვები ახალ ,თანამედროვე სტანდარტების დაცვით გარემონტებულ საბავშვო ბაღებში ივლიან, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსით.
დღეს აღნიშნული ბაღები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილმა, ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსმა გვანცა სიგუამ,მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა დაათვალიერეს,აღსაზრდელებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
მიუხედავად ბავშვთა საკმარისი კონტიგენტისა, სოფელ ინაშაურსა და ყუმურში ათწლეულების მანძილზე არ არსებობდა საბავშვო ბაღის შენობები, ამიტომ საჭირო გახდა შესაბამისი ფართის მოძიება და მისი რეაბილიტაცია საბავშვო ბაღის მოსაწყობად. სოფელ სულორში,ციხესულორსა და ბზვანში კი მიმდინარე წლის ზაფხულში აღნიშნული ბაღის ძველ შენობებს ჩუტარდა დემონტაჟი და მოხდა მათი სრული რეაბილიტაცია,მოწესრიგდა როგორც გარე ისე შიდა ინფრასტრუქტურა,ყველა ბაღი სრულად აღიჭურვა საჭირო რესურსით.
ამასთანავე სოფელ შუამთასა და უხუთში ორი ახალი ბაღის შენობის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.
მთლიანად ხუთივე ბაღის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 670 300 ლარი დაიხარჯა.
ახალ,თანამედროვე სტანდარტების დაცვით გარემონტებულ ბაღებში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0