ვანში სამი სკვერის კეთილმოწყობა სრულდება

17/02/2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს. ამჯერად, ზურაბ ალავიძე იმერეთში იმყოფებოდა, სადაც რეგიონში სოციალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.
აქტიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ვანშიც. მარტიდან ქალაქს სამი ახალი დასვენების ობიექტი შეემატება. ეპარქიის მიმდებარე არსებული სკვერის განახლება ათეული წლებია არ მომხდარა. შედეგად მთლიანად მოშლილი იყო დასასვენებელი ობიექტის ინფრასტრუქტურა. პროექტი ქალაქის იერსახის მოწესრიგებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
პარალელურად კიდევ ორი სკვერის კეთილმოწყობა სრულდება. ჯამში სამივე სკვერის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0