ვანში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გადაირიცხა

09/01/2018

ვანის მუნიციპალიტეტში გასული წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეებში ძლიერმა წვიმებმა მდინარეების ადიდება გამოიწვია. დაზიანდა ნაპირსამაგრები,სახიდე-საბოგირე გადასასვლელები და შიდასასოფლო-საავტომობილო გზები.
სტიქიის შემსწავლელი კომისიის მიერ ზარალის დათვლის შემდეგ, ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გადაირიცხა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშობა, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი საპროექტო სამუშაოების შესრულებაზე, საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ტენდერის საშუალებით გამოვლენილი კომპანიების მიერ დაიწყება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები და სრულად აღდგება დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0