ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაელ როთს შეხვდა

09/10/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როთი მიიღო. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ დინამიკას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობას და სამომავლო პერსპექტივებს, საქართველოში განხორციელებული რეფორმების კურსს, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების შედეგებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0