ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში, შინმოუსვლელთა მემორიალს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

20/10/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში, შინმოუსვლელთა მემორიალს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადგომითა და ადგილობრივი მცხოვრების პანტიკო თორდიას დაფინანსებით განხორციელდა.
მემორიალის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0