ზურაბ პატარაძე ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

27/06/2017

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ზედა ჩხუტუნეთში სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.
ახალ სასწავლო წელს ჩხუტუნეთის სკოლა განახლებული შენობით შეხვდება. შენობა სრულად რემონტდება. იცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები და იატაკი. პროექტი ითვალისწინებს ასევე ელქტროტექნიკურ, წყალ-კანალიზაციის, სუსტი დენების, სახანძრო სიგნალიზაციის და ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოებს. მოეწყობა ღია ხელოვნურსაფარიანი მოედანიც. ამ დროისათვის დასრულებულია სახურავი, გაყვანილობები, აშენებულია საქვაბის შენობა, სრულდება ფასადის და შიდა სამღებრო სამუშაოები.
ქვეპროგრამის – ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს უნივერსალს“ შორის 2017 წლის 29 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჩხუტუნეთის სკოლის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. ხელშეკრულების ღირებულება 349 335 ლარია.
მთავრობის თავმჯდომარე სკოლის შენობასთან შეკრებილ მაჭახლის ხეობის მოსახლეობას შეხვდა და გაესაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0