თამარ ჟვანია საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

21/09/2017

თამარ ჟვანია დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიცერს ქრისტოფერ ჰალეთს და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს ქრისტი მორჰორტსა და ხათუნა ჭითანავას შეხვდა.
თამარ ჟვანიამ სტუმრებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან მიმდინარე პროცედურულ საკითხებსა და ახალ სერვისებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს და ჩართულ მხარეებს სთავაზობს.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას, რომელიც დღეს ცესკოში გაიმართა ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, სპიკერი და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0