თამარ ხულორდავამ რიგის საერთაშორისო კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე ისაუბრა

30/09/2017

თამარ ხულორდავამ რიგის საერთაშორისო კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე ისაუბრა
ლატვიაში, რიგის მე-12 საერთაშორისო კონფერენციაზე რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებსა და ტენდენციებზე იმსჯელეს.
წელს განსაკუთრებული აქცენტები ევროპის მომავალზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებზე, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაკეთდა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ოიარს კალნინშთან და მოლდოვის ვიცე-პრემიერთან, ანდრეი გალბურთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე ისაუბრა.
„ფაქტია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკამ საკუთარი თავდაპირველი ამოცანები შეასრულა, ყოველ შემთხვევაში საქართველოსთვის. პოლიტიკური ასოცირება და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაცია ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით მიმდინარეობს. ჩვენ უკვე გვაქვს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან. ამ პოლიტიკისთვის აქტუალობის შესანარჩუნებლად საჭიროა განისაზღვროს ახალი მიზნები”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0