თბილისის მერის მოადგილეები ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

09/02/2018

თბილისის მერის მოადგილეები მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი ტრანსპორტის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე დედაქალაქის საგზაო ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების, ახალი სამარშუტო სქემის შემუშავებისა და ტრანსპორტის ნაკადების დათვლის საკითხებზე იმსჯელეს.
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დედაქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხილვა საწყის ეტაპზევე საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების აქტიური ჩართულობით უნდა მოხდეს.
აღნიშნული ინიაციატივა მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0