თბილისის მერის მოადგილე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

07/02/2018

თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება სამომავლო გეგმებსა და იმ სიახლეებზე გამახვილდა, რომელთა განხორციელებაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის განვითარებისთვის იგეგმება. სამედიცინო პერსონალთან ერთად, შეხვედრაზე ასევე ცენტრის ფუნქციონირებისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები განიხილეს.
სოფიო ხუნწარიას განცხადებით, დედაქალაქის მერიის მიზანია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლების საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალთან სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.
თბილისის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ყველა ფილიალის მენეჯერები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, უფროსი და უმცროსი ექიმები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0