თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმებსა და განზრახულობათა ოქმებს მოეწერა ხელი

07/02/2018

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმებსა და განზრახულობათა ოქმებს მოეწერა ხელი. ქართველოლოგიური ცენტრების შექმნისა და დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით განზრახულობათა ოქმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა მანანა მიქაბერიძემ ოთხი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მოაწერეს ხელი.
გარდა ამისა, გაფორმდა მემორანდუმები თსუ-სა და ევროპის 5 პარტნიორ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმი არსებული ურთიერთობის განვითარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და გაცვლით პროგრამებში ჩართვას ითვალისწინებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0