თეა წულუკიანი აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის წარმომადგენლებს და წევრი ქვეყნების მინისტრებს შეხვდა

19/01/2018

საქართველოს იუსტიციის მინისტრი კარიბის ზღვის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წარმომადგენლებს და წევრი ქვეყნების მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მინისტრს ელმმართველობის დანერგვაში დახმარება სთხოვა. კერძოდ, 6 ქვეყნისგან შემდგარი დელეგაცია მალე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რათა ადგილზე გაეცნონ ელმმართველობისა და სერვისების გაცემის მოდელს. კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნები დაინტერესებულნი არიან ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობით და ქარზტული გამოცდილების ექსპორტით, რისთვისაც იუსტიციის მინისტრს სპეციალური ექსპერტის გამოყოფა და დახმარება სთხოვეს
თეა წულუკიანმა ორგანიზაციის თავმჯდომარესა და მინისტრებს აცნობა რომ საქართველო მოხარული იქნებ მათ ვიზიტს უმასპინძლოს.

“ჩვენ ვიზიტის პროგრამას თქვენი ინტრესების გათაისწინებით შევადგენთ, ისე რომ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ სოფლებში სერვისების მიწოდების მოდელსაც გაეცნოთ”- აღნიშნა მინისტრმა.

თეა წულუკიანმა, ასევე შესთავაზა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრებს გამოიყენონ ღია მმართველობის გლობალური სამიტი, რომელიც საქართველოში წელს გაიმართება და სხვა ქვეყნების გამოცდილების გასაცნობად სამიტს სპეციალური სტუმრების სტატუსით ეწვიონ.
შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა OECS -ს ქვეყნებს მადლობა გადაუხდა არაღიარების პოლიტიკასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„„OECS“-ის ძირითადი საქმიანობა რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვა და კარგი მმართველობის ხელშეწყობაა. ის წარმოადგენს თანამშრომლობის პლატფორმას აღმოსავლეთ კარიბის აუზის ქვეყნებში საერთო პროექტების განხორციელებისა და კოორდინაციის კუთხითაც. ორგანიზაცი შემდეგ ქვეყნებს აერთიანებს: ანტიგუა და ბარბუდა, დომინიკის თანამეგობრობა, გრენადა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები; ხოლო ასოცირებულ წევრებს წარმოადგენენ ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები − ანგილა და მარტინიკი. ორგანიზაციის სამდივნო მდებარეობს ქ. კასტრიში (სენტ-ლუსია).

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში 19 იანვარს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0