თეიმურაზ მურღულიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

02/02/2018

საქათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობის, ბულინგთან ბრძოლის, ნარკოპოლიტიკის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პოზიტიურ ინტეგრაციას საზოგადოებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0