თელავის მერმა არსენიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

17/08/2017

თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ არსენიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
არსენიშვილის ქუჩა მოძრაობის თვალსაზრისით თელავში ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ქუჩაა, იგი აკავშირებს ქუჩებს, სადაც კულტურული, სპორტული, სამედიცინო და სხვა დანიშულების დაწესებულებები მდებარეობს.
სამუშაოების ფარგლებში სულ რეაბილირდება 420 კვ.მ. ფართი, რაზეც 205 484 ლარი დაიხარჯება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0