თსუ-ს ბაზაზე მომზადებული გადაცემა ,,უნი-ვერსია” რეგიონულ ტელევიზიებში გავიდა

20/10/2017

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიმედია-ცენტრის ბაზაზე მომზადებული გადაცემათა ციკლი- ,,უნი-ვერსია” საქართველოს რეგიონებში მოქმედი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხებით გადის და თსუ-ს პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ამასთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციას შორის მემორანდუმი ჯერ კიდევ ივლისში გაფორმდა. შეთანხმებისამებრ, უნივერსიტეტის ბაზაზე მომზადებული გადაცემები (,,უნი-ვერსია”) განთავსდა ტელეკომპანიებში _ ,,რიონი”, ,,TV გურია”, ,,მეცხრე ტალღა”, ,,დია”, ,,ფარვანა”, მარნეული TV”, ,,გურჯაანი TV”, ,,ჯიხა TV”, ,,TV 25”, ,,ოდიში”, ,,ეგრისი TV”, ,,არგო TV”.
გადაცემათა ციკლის ეთერში განთავსებისთვის მზაობას აცხადებენ, ასევე, ქუთაისის, ბათუმის, გურჯაანის, ზუგდიდის, გურიის, ფოთის, ახალქალაქის და ნინოწმინდის ის არხებიც, რომლებიც საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრები აღარ არიან. მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, მიიღონ კონსულტაცია და დახმარება ასოციაციის უფლებამოსილების ფარგლებში. სტუდენტებს დამოუკიდებელი და შემოქმედებითი მუშაობისთვის შეექმნებათ საჭირო პირობები. ექნებათ ხელშეწყობა სხვადასხვა პროექტებისა და კონფერენციების გამართვასა და ორგანიზებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0