თქვენ საქმე გაქვთ თაღლითებთან და ჰომოსექსუალთა ფარულ მხარდამჭერებთან

19/06/2016

მოძრაობა ,,ეროვნული” – ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

,SOS !!! SOS !!! SOS !!! დღეს უკვე 10 შეტყობინება მოვიდა, რომ გაურკვეველი ჯგუფები აგროვებენ ხელმოწერებს ე.წ. ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ. ცალასახაა რომ ეს ჯგუფები ემსახურებიან იმათ ინტერესებს რომელთაც სურთ გარყვნილების დაკანონება ჩვენს ქვეყანაში. მინდა ყველა ჩემმა მეგობარმა იცოდეს და გაავრცელოს რომ თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ბლანკი არ წარმოადგინეს, მაშინ თქვენ საქმე გაქვთ თაღლითებთან და ჰომოსექსუალთა ფარულ მხარდამჭერებთან, რომელთაც სურთ რეფერენდუმის ჩაშლა, რადგან ცსკ-ს ბლანკის გარდა ყველა სხვა ხელმოწერელი დოკუმენტი ფარატინა ქაღალდია. ეს გახლავთ ბოლო გაფრთხილება, შემდეგი იქნება ამ ჯგუფების და მათ უკან მდგომი ძალების მხილება, იმ მექანიზმების გასაჯაროვება თუ როგორ ცდილობდნენ რეფერენდუმის ჩაშლას და უზნეობის დაკანონებას !!!!!!!!!” – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0