ირაკლი კობახიძე პოლ რაიანის მიწვევით ვაშინგტონში „ლოცვის შემდგომ საუზმეს“ დაესწრება

08/02/2018

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა სპიკერის მოწვევით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ, ვაშინგტონში, ტრადიციულ საუზმეს („National Prayer Breakfast”) დაესწრება. ტრადიციული საერთაშორისო ღონისძიება სათავეს 1952 წლიდან იღებს. ყოველი წლის თებერვლის პირველ ხუთშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწვევით, ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებაზე იკრიბება.

„აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მოწვევით, ხვალ ტრადიციულ ტრაპეზს დავესწრებით. საუზმეს დაესწრებიან პოლიტიკური ლიდერები ასზე მეტი ქვეყნიდან და მათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმართავს. გვექნება საშუალება, რომ გავესაუბროთ ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს. ამ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, აქტიურად გამოვიყენებთ“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

რიგით 66-ე საერთაშორისო ღონისძიებას, ტრადიციულად, აშშ-ს კონგრესი უმასპინძლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0