ირაკლი კობახიძე უკრაინაში ქართულ დიასპორას შეხვდა

19/01/2018

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ირაკლი კობახიძე თანამემამულეებს საქართველოსა და უკრაინის ორმხრივი ურთიერთობისა და ქვეყნების წინაშე არსებული საერთო გამოწვევების, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. უკრაინაში მცხოვრები ქართველები ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნებითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0