ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელებთან 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე ისაუბრა

02/10/2017

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იყო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელების შეხვედრის მთავარი სასაუბრო თემა.
ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა მარტინის და საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს ფრანსუა პეჰშოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ძირითადი პარამეტრები გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0