ირაკლი კუჭავამ სამების საავტომობილო გზის მონაკვეთზე, დაზიანებული სახიდე გადასასვლელი დაათვალიერა

03/01/2018

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ, მერის პირველ მოადგილე – თამაზ ჯინჭარაძესთან, ამაღლება – სამების დეპუტატთან – ზვიად წეროძესთან ერთად, ამაღლება – სამების საავტომობილო გზის მონაკვეთზე, დაზიანებული სახიდე გადასასვლელი დაათვალიერა.
აღნიშნული მონაკვეთის მოვლა – შენახვას უზრუნველყოფს კომპანია “გზამშენი 18”, რომლის ხელმძღვანელი თემურ ჯახვა ადგილზე იმყოფებოდა და უმოკლეს პერიოდში აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0