კაზრეთის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეები უახლოეს პერიოდში ლიფტებით ისარგებლებენ

20/10/2017

დაბა კაზრეთის მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეები უახლოეს პერიოდში ლიფტებით ისარგებლებენ. ხვალიდან ლიფტების მონტაჟი №99 საცხოვრებელი კორპუსის ოთხ სადარბაზოში დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს სხვა კორპუსებსაც. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0