კახაბერ მახათაძემ სათნოების სახლს საახალწლო საჩუქრები მიუტანა

05/01/2018

ზესტაფონის მერმა „კათარზისი“ –ს მზრუნველობამოკლებულ ადამიანებს ახალი წელი და დამდეგი შობის დღესასწაული მიულოცა. კახაბერ მახათაძემ, მუნიციპალიტეტის სახელით, სათნოების სახლს საკვები პროდუქტები და ტკბილეული მიუტანა. როგორც მერმა მათთან შეხვედრისას აღნიშნა, საქველმოქმედო ღონისძიება ერთჯერადი ხასიათის არ არის და თვითმმართველობა მომავალში, ყველა რესურსს მაქსიმალურად გამოიყენებს სოციალური პროექტების დასაფინანსებლად. „კათარზისი“ უკვე მეთხუთმეტე წელია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მიუსაფარ ადამიანებზე ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს. ორგანიზაციაში 100 – ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული, რომლებიც საკვებ პროდუქტებთან ერთად, სამედიცინო მომსახურეობასაც იღებენ. სათნოების სახლს „სოკარ ჯორჯია გაზი“ აფინანსებს. გაზის კომპანია „კათარზისთან“ უკვე მეექვსე წელია თანამშრომლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0