კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სია წარადგინა

21/09/2017

კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სია წარადგინა.საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ათეულში მარიკა დარჩია, ბექა დავითულიანი, თინათინ გიგუაშვილი, ირაკლი ზარქუა, დავით რურუა, გიორგი ჩაკვეტაძე, დავით უჯმაჯურიძე, გიორგი ახვლედიანი, ლევან ჯაფარიძე და გიორგი ალიბეგაშვილი შედიან.
პარტიულ სიაში ასევე, მოხვდნენ თედო ისაკაძე, ლევან დარახველიძე, ერეკლე კუხიანიძე, ანა ლაშხი, ლევან არველაძე, ლევან ჟორჟოლიანი, ნინო რუხაძე, მიხეილ მესხი, ბორის ფირცხელიანი, გიორგი კიკნაველიძე, ბექა სივსივაძე, მამუკა ხაბარელი, ირაკლი ქუთათელაძე, ლევან ფიფია და მარიამ კანდელაკი.
„ეს ადამიანები იქნებიან მოქალაქეთა ინტერესების დამცველები თბილისის საკრებულოში. მათთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად ვაქცევთ თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად – ქალაქად, სადაც შექმნილი იქნება პირობები მოქალაქეთა დასაქმების, რეალიზებისა და დაფასებისთვის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ პროპორციული სიის წარდგენისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0