კახი კალაძე იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი

21/10/2017

მე მინდა წარმატება ვუსურვო კახი კალაძეს მერის პოსტზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქის მერი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
მისი თქმით, წინასწარი მონაცემები მეტყველებს იმას, რომ კახი კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

”კახი კალაძეს მინდა მივულოცო გამარჯვება ამ არჩევნებში. ის იყო ამ არჩევნების მთავარი გმირი. მან მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. ამაზე მეტყველებს წინასწარი მონაცემები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით საბოლოო შედეგებს. ცესკო ოფიციალურად დათვლის შედეგებს, თუმცა, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ გამარჯვება არის ღირსეული და დამაჯერებელი”, – განაცხადა კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0