კახი კახიაშვილი ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

18/08/2016

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 19 სექტემბერს ჩატარდება და არ გამორიცხავს, რომ მასში მონაწილეობა მიიღოს.

“ძალოსნობისთვის წარმატებული ოლიმპიადის მიუხედავად, მე გადავდექი ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან და გაცნობებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 19 სექტემბერს გაიმართება.

როგორც არ უნდა დასრულდეს შემდეგი არჩევნები, მე ყოველთვის ქართული ძალოსნობის გვერდში ვიქნები. სავარაუდოდ, მეც ვიყრი კენჭს და თუ ძალოსნობის საზოგადოება, ძალოსნობის ოჯახის წევრები მხარს დამიჭერენ, კიდევ უფრო მეტი მონდომებით, ენთუზიაზმით გავაგრძელებ მუშაობას.
რა თქმა უნდა, შიდა შეჯიბრებები გვაქვს დასაგეგმი, ჩასატარებელია უამრავი შეკრება, საერთაშორისო არენაზე ჩვენი პრესტიჟის დაცვაა აუცილებელი. ეს ყველაფერი დასახვეწია“, – განაცხადა კახი კახიაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0