კორეელი სპეციალისტები ქართველ მწვრთნელებს ამზადებენ

21/09/2017

სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში” მდებარე ფრენბურთის არენაში ჩატარდა ტაეკვონდოს სემინარი ქართველი მწვრთნელებისთვის. 30-მდე ქართველ სპეციალისტს სემინარი ჩაუტარა სამხრეთ კორეიდან ჩამოსულმა ორმა სპეციალისტმა – ლიმ ჯაე ჰიონმა (მე-7 დანი) და ჯიონგ სუნგ კიმმა (მე-6 დანი). სემინარს დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0