ლაგოდეხში სახელმწიფო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

07/12/2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში CARE და UNDP -ის ერთობლივი ორგანიზებით სასტუმრო ,,ვალდ ჰოტელში“ სახელმწიფო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, საკრებულოს წევრები, ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის წევრები და სხვა ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პროგრამები, მათ შორის:
•სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის (APMA) პროგრამები •სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს პროგრამები
•IFAD-ის AMMAR-ის პროგრამები
•საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტები
•სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები
•საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პროგრამები •ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგრამები

Tweet about this on TwitterShare on Facebook0