3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

02/12/2017

ვერძი
ოპტიმისტურად ხართ განწყობილი. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

კურო
გაუგებრობებსა და აკრძალვებს ექნება ადგილი. უხერხულ სიტუაციაში შეიძლება შვილის გამო აღმოჩნდეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და რეპუტაციას.

ტყუპი
სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ. შეიძლება იმედი გაგიცრუოთ იმან, ვისაც ეხმარებოდით.

კირჩხიბი
ნუ გაფლანგავთ ფულს გართობაზე. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ. ერთად განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები, წაუკითხეთ, ეთამაშეთ.

ლომი
აკონტროლეთ საკუთარი თავი. თუ საჭირო გახდება, შეზღუდვებიც დაუწესეთ. იმოქმედეთ დაკვირვებულად. ნუ ელით აპლოდისმენტებს.

ქალწული
დაძლევთ სირთულეებს სასურველის მისაღწევად? თავდაჯერებულად იმოქმედეთ. მოიშორეთ შიშები და შფოთები.

სასწორი
სხვა დღისთვის გადადეთ ახალი პროექტების დაწყება. უკეთ გაიცანით ადამიანი, ვისაც საკუთარ გრძნობებსა და საფულეს ანდობთ.

მორიელი
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. დააკვირდით გარშემო მყოფებს. მათი გამოცდილებიდან ბევრ სასარგებლოს გაიგებთ.

მშვილდოსანი
იყავით თვითკრიტიკული, მოერიდეთ ფულის ფლანგვას. სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან, ბავშვებთან. ისწავლეთ ხალხის სწორად შეფასება.

თხის რქა
აკონტროლეთ საკუთარი თავიც და გარშემო მყოფებიც. ნუ დაარღვევთ კანონს, წესებს. მოერიდეთ ავანტიურასა და საეჭვო თავგადასავალს.

მერწყული
მოსალოდნელია ურთიერთობის დაძაბვა გარშემო მყოფებთან. ზოგიერთთან სამუდამოდ გაწყვიტავთ კავშირს. ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებას, ყველასთან დაიცავით დისტანცია.

თევზები
ნუ მოკიდებთ ხელს საქმეს, რომელსაც ვერ შეასრულებთ. მეტი ყურადღება გმართებთ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობის მიმართ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0