ლევან ზაუტაშვილი აშშ-ს საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

07/12/2017

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა აშშ-ს საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის წარმომადგენლებს მაიორ კვენტინ დოლის, კოორდინატორს დავით სანიშვილს და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს. შეხვედრაზე იმსჯელეს მომდევნო წლებში რეგიონში განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებზე.
გუბერნატორმა დონორი ორგანიზაციის წევრებს წარმატებით განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. წარმატებული პროექტებს შორის აღსანიშნავია სოფლების გალავანისა და წილკნის მცირე საოჯახო სახლების რეკონსტრუქციის პროექტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0