ლევან ზაუტაშვილი რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

14/12/2017

სამხარეო ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი შეხვდა რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს შალვა გივიშვილს, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს. შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის პირველი მოადგილე ბესიკ თალაკვაძე, მოადგილეები მანანა ნარიმანიძე და თამაზ სუჯაშვილი.
შალვა გივიშვილმა სხდომის მონაწილეებს გააცნო რეგიონული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები, ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რომელიც აღნიშნული პროექტების რეალიზაციამ მოუტანა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს, გამოთქვა მუნიციპალიტეტებთან კოორდინირებული მოქმედების და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იმედი.
შეხვედრის მომდევნო ნაწილი მუნუციპალიტეტების სტრუქტურულ ცვლილებებსა და თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილებას შეეხო. მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტების მომავალი სტრუქტურის დამკტიცების საკითხი, ისაუბრეს არსებულ სირთულეებზე, გუბერნატორისგან სათანადო კონსულტაციები და რეკომენდაციები მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0