ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები

18/09/2016

ლიტერატურული პრემია „საბას“ მე–14 დაჯილდოების ცერემონიას დავით მუხრანბატონის სასახლემ უმასპინძლა. „საბამ“ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ავტორები გამოავლინა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ლიტერატურული პრემია „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ტარიელ ჭანტურიას. როგორც რატი ამაღლობელმა ღონისძიების გახსნაზე განაცხადა, წელს “საბას” სიახლეები აქვს, ახალი ნომინაციის “ხალხის რჩეული”, რომელსაც მკითხველები გამოავლენენ.

1. ნომინაციაში – ელექტრონული წიგნი გამარჯვებულია ოთარ ჯირკვალიშვილის „ლაზარე“;
2.საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკისთვის – თამაზ ვასაძე, „20 ქართული მოთხრობა“;
3.საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ზაზა ფირალიშვილი, „ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა“;
4.საუკეთესო დებიუტი: სალომე მაკარიძე, “ჩვენ” (სიესტა) – ხალხის რჩეული, ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაცია გაიყო და გადანაწილდა ორ მონაწილეზე: იუნონა გურული, “დიაგნოზი” და ნანა ექვთიმიშვილი, “მსხლების მინდორი”;
5.საუკეთესო თარგმანი – თამარ ჯაფარიძე, ჯონ ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“;
6.საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი (ქართული ლიტერატური მხატვრული თარგმანი) – ლინ კოფინი – “ვეფხისტყაოსანი”;
7.საუკეთესო პროზაული კრებული – ზაალ სამადაშვილი, “იუნკერ ერისთავის ბუცები”;
8.საუკეთესო პოეტური კრებული – ბესიკ ხარანაული, “ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს”;
9.საუკეთესო რომანი – ბექა ქურხული, “სამოთხიდან გაქცეულები”, ზურაბ სამადაშვილი, “მოსალოდნელი მოულოდნელობანი”;

Tweet about this on TwitterShare on Facebook0