მაკა ჩიჩუამ შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა

03/12/2017

საქართველოს პირველმა ლედი მაკა ჩიჩუამ შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში Studia N-ის ორგანიზებით გამართული გამოფენა “ხელები” დაათვალიერა.
მაკა ჩიჩუა გამოფენის 200-მდე მონაწილის მიერ შესრულებულ ხელნაკეთ ნივთებს, სამკაულებს, სუვენირებს, თექისა და თიხისგან დამზადებულ ნამუშევრებს გაეცნო პანკისიდან, ახალქალაქიდან, სვანეთიდან, დუშეთიდან, სამეგრელოდან, კახეთიდან, აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, იმერეთიდან, აჭარიდან, გურიიდან.
გამოფენის დათვალიერების შემდეგ მაკა ჩიჩუა შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონცერტს დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0