მამუკა ბახტაძე თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩს შეხვდა

10/01/2018

საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და რეგიონულ პროექტებში პარტნიორობის მნიშვნელობას, საქართველოსა და თურქეთის, როგორც ტრანზიტული ფუნქციის განმახორციელებელი ქვეყნების როლის ამაღლებას რეგიონში. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საბაჟო სფეროში თანამშრომლობის, საბაჟო-გამშვები პუნქტების ეფექტური მართვის საკითხები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქნილი და თანამედროვე საბაჟო პროცედურების განვითარება ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, სატრანსპორტო და ტურისტული ნაკადების ზრდისთვის.

როგორც აღინიშნა, საბაჟო სფეროში აქტიურად თანამშრომლებენ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საბაჟო ადმინისტრაციები, რაც ხელს შეუწყობს ახალი რეგიონული ინიციატივების ჩამოყალიბებას, სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას თანამედროვე საბაჟო კონტროლის მექანიზმების დანერგვის გზით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0