მამუკა ბახტაძე MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა

30/11/2017

საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) საქმიანობა განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ჯენერ ედელმანმა ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე.
ფინანსთა მინისტრმა MCC-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია უწევს ჩვენს ქვეყანას განათლების სფეროში, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში, ფინანსთა სამინისტრომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერის ფარგლებში, გააფორმა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ქართველ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებით სწავლობენ, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0