მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, მიწის სეზონური სამუშაოებისთვის, სპეციალური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს

10/02/2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე მეტრეველმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, მიწის სეზონური სამუშაოებისთვის, სპეციალური სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „SOCAR“-მა, ქვემო ქართლის გუბერნიას, 18 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების აღსანიშნავად გაფორმებული მემორანდუმის თანახმად გადასცა, რომელიც გუბერნიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებს, დროებით სარგებლობაში გადაეცათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული, 5 ერთეული, სატრანსპორტო საშუალებით (ტრაქტორი) უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეეძლებათ.
პროგრამაში ბენეფიციარები მერის წარმომადგენლების დახმარებით ჩაერთვებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0