მარტვილის მუნიციპალიტეტში საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო

07/01/2018

მარტვილის მუნიციპალიტეტში საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო. ტრადიციული ალილოს მსვლელობა საზეიმო წირვის დამთავრების შემდეგ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მრევლი. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს და მერიის წარმადგენლებთან ერთად მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდა და მათ საშობაო ნობათი გადასცა.

მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ ალილოს მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა – „დღეს მართლმადიდებლური სამყაროსთვის განსაკუთრებული დღეა. სრულიად საქართველოს ვულოცავ მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და სიკეთეს, რწმენის სიმტკიცესა და მხნეობას ვუსურვებ. როგორც ყოველთვის, წელსაც სიამოვნებით შევუერთდით ალილოს ტრადიციულ მსვლელობას“.

შემოწირული ტკბილეული და სხვა საჩუქრები გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0