მერია ქ. დედოფლისწყაროში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციას ოპერატიულად აწარმოებს

19/01/2018

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ქ. დედოფლისწყაროში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული შენობების რეაბილიტაციას ოპერატიულად აწარმოებს. ამ ეტაპისთვის გადახურულია ფიზიკური პირების საცხოვრებელი ორი სახლის სახურავი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსის სახურავის სრული რაბილიტაცია კი უახლოეს დღეებში დასრულდება. დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, დავით ფხოველიშვილთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობას პირადად გაესაუბრა.
,,ჩვენს კორპუსში წყალი ადრეც ხშირად ჩამოდიოდა, რადგან გადახურვა მოძველებული იყო. ახლა კი პრობლემა მოგვეხსნება. მადლობა ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და პირადად ბატონ ნიკოლოზს, სწრაფი რეაგირებისა და ეფექტური მუშაობისათვის“- განაცხადა კორპუსის მცხოვრებმა ლაურა სარქისიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0