მეწყერი ხულოში რამდენიმე მიმართულებით განვითარდა

13/02/2018

რამდენიმე დღიანმა წვიმებმა ხულოს მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები გაააქტიურა. მეწყერი ხულოში რამდენიმე მიმართულებით განვითარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღრიცხვა-შესწავლის განყოფილების უფროსთან როლანდ აბულაძესთან ერთად პაქსაძეებში, წაბლანასა და წაბლიანში, აგრეთვე ბათუმი-ახალციხის გზის 92-ე კილომეტრზე განვითარებული მეწყრის კერები, მოინახულა.
უნდა ითქვას, რომ ხვალიდან უკვე დაიწყება აღნიშნული კერების შესწავლა აჭარის არ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტების მიერ და მოხდება შესაბამისი რეაგირება არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0