მინისტრმა ხაშურში სპორტ-კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა

01/03/2017

ხაშურში სპორტკომპლექსის მშენებლობის სამუშაობის დასათვალიერებლად საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდა. სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი კახა სამხარაძე და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც გაეცნენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, სტუმრებს მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერებინა და სამომავლო გეგმებიც გააცნო.
აღნიშნული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და ჯამში 2 292455 ლარს ითვლის.
სპორტკომპლექსის მშენებლობა 2017 წლის ივნისის ბოლოსთვის დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0