მიხეილ ჯანელიძე ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

13/02/2018

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს იგორ ცრნადაკს შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ქუვეითში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას.
საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული თანამშრომლობა და აღნიშნეს ორივე ქვეყნის მნიშვნელოვანი წინსვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა.
მხარეები მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბოსნია-ჰერცეგოვინაში დაგეგმილ ვიზიტს. იგორ ცრნადაკმა მზადყოფნა გამოთქვა უმასპინძლოს ქართველ კოლეგას, რა დროსაც განხილულ იქნება ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი 12-13 თებერვალს ქუვეითში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში და შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა ქუვეითის პრემიერ მინისტრთან შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0