მიხეილ ჯანელიძე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

13/02/2018

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ადელ ალ ჯუბეირთან. შეხვედრა ქუვეითში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებული თანამშრომლობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნებს შორის დინამიურად ვითარდება ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, რასაც ასევე ადასტურებს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლა. განსაკურებით მზარდია სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობები, საუდელი ინვესტორების დაინტერესება საქართველოს მიმართ.
მხარეებმა კმაყოფილებით აღინიშნეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რაც გამოიხატება საუდელი ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საუდელ კოლეგას გააცნო საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები, ქვეყნის სატრანზიტო და საინვესტიციო შესაძლებლობები, ასევე ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევა.
საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას, მინისტრები მიესალმნენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წარმატებას და აღნიშნეს სტაბილურობის შემდგომი უზრუნველყოფის პროცესში საეთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საუდელი კოლეგა საქართველოსი მოიწვია. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან გამოიხატა საქართველოში სტუმრობით დაინტერესება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0