მიხეილ ჯანელიძე ჩეხ კოლეგას შეხვდა

18/02/2018

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ჩეხ კოლეგასთან მარტინ სტროპნიცკისთან.

მინისტრებმა მომოიხილეს საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ურთიერთობები, მაღალი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის მეგობრობასა და პარტნიორობას, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობას.

ჩეხეთმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩეხ კოლეგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხმამაღალი მხარდაჭერისათვის.

მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას, განსაკუთრებით ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით არსებული პოტენციალის გამოყენებას, ჩეხმა კოლეგამ გამოხატა დაინტერესება საქართველოში ჩეხი მეწარმეების ვიზიტის ორგანიზების თვალსაზრისით. მიხეილ ჯანელიძემ ჩეხი კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0