მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა

13/12/2017

მცხეთაში, სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთაში“ გაიმართა „სამოქალაქო განვითარების ინიციატივის“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია. შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას, „ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ სამომავლო გეგმებს, იმ სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება.
პრეზენტაციის შემდეგ, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ერთად შეიმუშავეს ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგია.
პროექტის -„სამოქალაქო განვითარების ინიციატივა“ – მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან. რეგიონულ დონეზე გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად, რეგიონებში შეირჩა 10 რეგიონული ჰაბი. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში – ორგანიზაცია „ უკეთესი მომავლისათვის“.
პრეზენტაციას დაესწრნენ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0